ტრენინგები


მე-8 დღის რეფლექსია
  
  ტრენინგის მე-8 დღე მოცემული დავალების შემოწმებას და განხილვას დაეთმო, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტში შემავალი საკითხები. საბოლოო კორექტირება შევიტანეთ ჩვენსა და მოსწავლეთა პრეზენტაციებში და ეს ყოველივე განვათავსეთ ბლოგზე. 
  თეორიული საკითხებიდან დეტალურად ვისაუბრეთ დიფერენციაციაზე, განვიხილეთ მოცემული თეორიული მასალა, რესურსებითურთ, მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან. ვფიქრობ, რომ საინტერესოდ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. 
  განსაკუთრებით მინდა გამოვყო მე-7 მოდული, კერძოდ, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ტრენინგზე გავაანალიზეთ ფასილიტაციის არსი და მნიშვნელობა, გავეცანით წარმოდგენილ თეორიულ მასალას, ტრენერმა ამომწურავად ისაუბრა საკითხის ირგვლივ და ასევე პასუხი გასცა ჩვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. ვიმუშავეთ ტექსტური რედაქტორის, საპრეზენტაციო პროგრამის და ელექტრონული ცხრილების შესახებ. 
  ტრენინგის ბოლოს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბლოგზე ფაილების მიმაგრება და ჩაშენება. შევაჯამეთ მე-7 მოდული და მივიღეთ დავალებები.
  


მე-7 დღის რეფლექსია

  ტრენინგის მე-7 დღე მთლიანად დაეთმო პროექტის შემადგენელი ნაწილების დახვეწას, ვიმუშავეთ მოსწავლეთა პრეზენტაციაზე, შევეცადეთ შეგვექმნა შეფასების რუბრიკები. დეტალურად გავეცანით წარმოდგენილ თეორიულ მასალას, ვნახეთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ნიმუშები. 


მე-5 და მე-6 დღეების რეფლექსია

  ორივე დღეს მოცემული დავალების შემოწმებით დავიწყეთ, ტრენერისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი შენიშვნები. ამის შემდეგ დავისწყეთ საუბარი კავშირებზე, ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევებისთვის, შევქმენით კვლევის კითხვარი. ჩეთვის ეს საკითხი უმნიშვნელოვანესი იყო. 
   ტრენინგის მე-6 დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე, მის სტრუქტურაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩაშენება, ვიდეოების ატვირთვა, ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. 
  მიმაჩნია, რომ ამ დღეების განმავლობაში ბევრი საჭირო ნფორმაცია მივიღე. ტრენინგი ინფორმაციულად დატვირთული იყო. ტრენერმა აბსოლუტურად გასაგებად ახსნა ყველა საკითხი. 



ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია

  ტრენინგის მე-4 დღე იყო ასევე ლოგიკური გაგრძელება წინა ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციისა. ტრენინგის დასაწყისში წარმოვადგინეთ დავალებები, განვიხილეთ ჩვენი თემის ირგვლივ შემუშავებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. 
   დღეს პრაქტიკულად შევიმუშავეთ და პროექტის გეგმაში ავსახეთ პროექტის მსვლელობის ეტაპების შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. ასევე გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა კიდევ უფრო დამეზუსტებინა პროექტის მიმდინარეობისას გათვალისწინებული საკითხები. 
  ასევე შევქმენით კითხვარის შაბლონები. მაგალითად, მე ვიყენებ გონებრივი იერიშის მეთოდს და შესაბამისად, შევქმენი მოსწავლეებისათვის კითხვარი. 
  ტრენინგის ბოლოს ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე. 


მესამე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მე-3 დღეს მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე კუთხით, კერძოდ: 
  •  ლოგიკურად გადავედით წინა ტრენინგებზე განხილული საკითხებიდან ახალ თემებზე;
  • მივიღეთ ზუსტი და პრაქტიკული მითითებები სასწავლო პროექტის დაგეგმვის საფეხურების შესახებ. 
   მნიშვნელოვანი იყო ესგ-თი გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტების ჩამოყალიბება პროექტის თემაზე. გამომდინარე იქედან, რომ ჩემ მიერ განსახორციელებელი პროექტი ინტეგრირებულია, მომიწია რამდენიემ საგნის სტანდარტის არჩევა. საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინება სტანდარტზე გასვლისას. 
        დეტალურად გავაანალიზეთ მიზნების შემუშავების ძირითადი საფეხურები. ჩემთვის საინტერესო იყო ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენება მიზნების ფორმულირებისას. მიმაჩნია, რომ ეს საკითხები დამეხმარება შევქმნა კარგი პროექტი.
    დღევანდელი ტრენინგის თემატიკიდან გამოვყოფდი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რადგან ეს კითხვები საშუალებას მოგვცემს მე და ჩემს მოსწავლეებს არ ავცდეთ პროექტის ძირითად მიზნებს და სტანდარტს. 

    

 ტრენინგის მე-2 დღის რეფლექსია

  ამ რეფლექსიაში შევეცდები შევაჯამო ტრენინგზე ორი დღის გამნავლობაში მიღებული ინფორმაცია.
   პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო განსახილვევლი საკითხების სისტემატიზებულად გაცნობა. დეტალურად განგვემარტა მიზანი და ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების  მნიშვნელობაზე.
      მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ განსახირციელებელი პროექტის თემის განხილვა და კოლეგების მიერ მოცემული რჩევები.
   ტრენინგზე დეტალურად გავეცანით პროექტის ფარგლებში ბუკლეტის შექმნის საფეხურებს, საინფორმაციო ბუკლეტის მნიშვნელობას. ვთვლი, რომ ეს საკითხი დამეხმარება ჩემ მიერ შექმნილი პროექტები, ბროშურის (ბუკლეტის ) საშუალებით, მაქსიმალურად გასაგები და მისაწვდომი გავხადო დაინტერესებული ადამიანებისთვის.

No comments:

Post a Comment